სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს  ნათელი, მყუდრო რესტორანი,  რომელიც ჩვენს სტუმრებს სთავაზობს საუზმეს, სადილს და ვახშამს შვედური მაგიდის სახით , 30 ზე მეტი დასახელების კერძით (როგორც სალათების ცხელი კერძების და რძის პროდუქტების ასევე არაჩვეულებრივი საკონდიტრო ნაწარმის)

რესტორნის დარბაზი გათვლილია 100-120 პერსონაზე,  რაც სხვადასხვა ტიპის წვეულებების (მათ შორის ბიზნეს ლანჩების, კორპორატიული და  საბავშვო დღესასწაულების)  ჩატარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენ სიამოვნებით შევადგენთ თქვენთვის  სასურველ მენიუს მათ შორის მრავალფეროვანი დიეტური პროდუქტების  ჩართვის შესაძლებლობით,  თქვენი სურვილის და ბიუჯეტის ფარგლებში.

ჩვენ ასევე დაგეხმარებით სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის წვეულების დაგეგმვა- ორგანიზებაში.