სასტუმრო ‘სნოუ პლაზა’-ს საკონფერენციო დარბაზი გთავაზობთ საუკეთესო პირობებს: ბიზნეს შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების და  კორპორატიული საღამოების მოსაწყობად.

დარბაზი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და საჭირო ინვენტარით.

ჩვენი სასტუმრო ასევე გთავაზობთ „სარესტორნო მომსახურებას“. თქვენი სურვილისამებრ ჩვენ გავუწევთ ორგანიზებას მსუბუქ და გემრიელ ყავის შესვენებას, მადისაღმძვრელ ბიზნეს ლანჩს და საუცხოოდ გაფორმებულ ფურშეტსა და ვახშამს.